chubu

chubu

ახლადაშენებული სასტუმრო ’’ჩუბუ’’ მდებარეობს სვანეთში, კერძოდ დაბა მესტიაში. ეს არის ულამაზესი მხარე არა მარტო საქართველოში,არამედ მთელ კავკასიაში.

 

სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები - შხარა(5068 მ),ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), თეთნულდი (4860 მ), ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ), და მრავალი სხვა.

 

ამას გარდა სვანეთი უძველესი კულტურის კერაა. 

 

ეს არის მხარე შუა საუკუნეების ქვის არქიტექტურის უნიკალური ძეგლებისა, როგორიცაა საგვარეულო კოშკები, სვანური სახლები, უძველესი ეკლესიები და სალოცავები.

 

მესტიის მუზეუმში დაცულია საეკლესიო სიწმინდეები.